ჩვენ შესახებ
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, დაფუძნდა პარტიის ქალთა ორგანიზაცია.
როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პარტიასთან ქალთა ორგანიზაციის არსებობა ფართოდ დამკვიდრებული ევროპული პრაქტიკაა. ქალთა ორგანიზაცია იქმნება პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფად.
ქალთა ორგანიზაციის საქმიანობა ეფუძნება სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის ძირითად ღირებულებებს - სამართლიანობას, თანასწორობას, თავისუფლებას და სოლიდარობას. ქალთა ორგანიზაციის ამოცანებია:
🔹 პარტიაში ქალთა მობილიზება და პარტიულ საქმიანობაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა;
🔹 ქალთა პოლიტიკური და სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა;
🔹 გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე და ქალთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ამ ორგანიზაციებსა და საჯარო ხელისუფლების ორგანოებს შორის აქტიური დიალოგის წარმოების ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი ინიციატივების წახალისება;
🔹 სხვა ქვეყნების პარტიებისა და ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
თუ ხართ დაინტერესებული ორგანიზაციის საქმიანობით და გსურთ მისი აქტიური წევრი გახდეთ, ქალთა ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ქვევით მოცემული სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც წარმოადგენს წევრობაზე განაცხადის გაკეთების პირველ საფეხურს, რის შედეგადაც თქვენ ორგანიზაციის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან წევრობაზე წარდგენილი განაცხადის პასუხის გასაცნობად.
📣 შეგახსენებთ, რომ პარტიის წევრ ქალს ავტომატურად ენიჭება ქალთა ორგანიზაციის წევრის სტატუსი.